logo_geo
ანა მარგველაშვილის დაკავებულ მეგობარს, თორნიკე კაჭარავას, მკვლელობისთვის 24 წელი ჰქონდა მისჯილი
- +

16 მაისი. 2017. 01:03



2017 წლის 15 მაისს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულდ ანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიების განყოფილების თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქ. თბილისში ლუბლიანას ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა წარსულში ნასამართლევი, თორნიკე პაატას ძე კაჭარავა.


დაკავებული თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის შვილისა და სიძის უახლოესი მეგობარია. როგორც „აიპრესისთვის" ხდება ცნობილი, კაჭარავას მისჯილი ჰქონდა 24 წელი 2010 წლის მარტში სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობისთვის. მან მაშინ მოახერხა საქართველოს დატოვება და იძებნებოდა.


სანდრო გოგბერაშვილი 2010 წლის მარტში მოკლეს. პროკურატურამ მისი მკვლელობის ბრალდება გოგბერაშვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წაუყენა.


ბრალდების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ზურა ტარყაშვილთან. ისინი ერთმანეთს მეორე დღეს, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „არკაში" შეხვდნენ.


საქმის მასალების მიხედვით, გოგრებაშვილმა ტარყაშვილს თავზე იარაღი დაადო. ტარყაშვილის მეგობარმა მას იარაღიანი ხელი ძირს, ასფალტის მიმართულებით დააწევინა. გოგბერაშვილმა ორჯერ გაისროლა. ტყვია ასფალტს მოხვდა. გასროლის შემდეგ, „არკაში" სროლით შევარდა გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა.


კაჭარავამ ხელსა და ფეხში დაჭრა ზურა ტარყაშვილი. გულში ტარყაშვილის ერთი მეგობარი, ხოლო ფეხში მისი მეორე მეგობარი.


საქმის მასალების მიხედვით, კაჭარავას გასროლილი ტყვია შემთხვევით თავში მოხვდა მისივე მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს, რომელიც გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა რომ სანდრო გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია იდენტური იყო ტარყაშვილისა და მისი მეგობრების სხეულიდან ამოღებული ტყვიებისა.


გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურატურამ გოგბერაშვილის მკვლელობის ბრალდება თორნიკე კაჭარავას წაუყენა. ხოლო ზურა ტარყაშვილი და მისი ერთი მეგობარი ხულიგნობასა და იარაღის ტარებაში დაადანაშაულა. მეორე მეგობარს კი მხოლოდ ხულიგნობა წაუყენა.


გაიმართა სასამართლო და კაჭარავა დამნაშავედ სცნეს გოგბერაშვილის მკვლელობაში და მას შეკრებითობის პრინციპით 24 წელი მიუსაჯეს. ტარყაშვილი და მისი მეგობრები კი ხულიგნობაში დაადანაშაულეს. შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა და ამნისტიის შედეგად, თორნიკე კაჭარავას, სასჯელის სახედ და ზომად, 24 წლის ნაცვლად,16 წლით პატიმრობა შეეფარდა.


ტარყაშვილმა ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის რუსთაველის გამზირზე მოკლეს.


ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდება გოგბერაშვილის მამას, ივერი გოგბერაშვილს, მეგობრებს: დავით რუსიშვილსა და ირაკლი აგლაძეს წაუყენეს. დავით ჯოხაძეს კი შეუტყობინებლობა აკმარეს (თუმცა, სასამართლომ ჯოხაძის საქმე პროკურატურაში დააბრუნა იმ მოტივით რომ მის ქმედებებში უფრო მძიმე დანაშაული - მკვლელობა იკვეთება).


ტარყაშვილის მშობლები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათი შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა  პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლის სიძე, მინდია გოგოჭურიც, რომელმაც მოკლულს ერთ-ერთმა პირველმა ესროლა.


2015 წელს კი კაჭარავა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და სწორედ მას შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი