logo_geo
„ტყვია საწოლსაც მოხვდა“- ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს ესროლეს
- +

19 მაისი. 2017. 23:24



თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია „საზოგადოებრივ მაუწყებელს" სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.


მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.


„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც  მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც", - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.


მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი