ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მეგობრის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება.
„ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ გრძნობს და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები" , - აცხადებს მერაბ დვალიშვილი.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.