logo_geo
შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

7 ივლისი. 2023. 19:44

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

big_banner
არქივი