ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული ბერკეტები ჰქონდათ, დაეფარათ ჟვანიას მკვლელობის საქმე, დღესაც გააჩნიათ ამის გარკვეული ბერკეტები", - აღნიშნული განცხადება ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ „ქართულ აზრს" განუცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ბერკეტების გამოყენებას, რომ ეს საქმე არ იქნას გახსნილი.
„თუმცა ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება... ხშირი მოვლენაა, როდესაც საქმე გაქვს კრიმინალთან: იცი ფაქტი, მაგრამ გჭირდება მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც დამაჯერებელია, უტყუარია, რომელსაც სასამართლოში ვერ დაანგრევს მოწინააღმდეგე მხარე. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ სამართლებრივი შედეგი დადგეს. ამას სჭირდება ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც იქნება დამაჯერებელი. სწორედ ეს პროცესია რთული და დროში გაწელილი", - განაცხადა ჟვანიამ.