logo_geo
ერთ-ერთი მიზეზი, რაც დროში წელავს ჟვანიას საქმის გახსნას… - რას ამბობს გოგლა ჟვანია
- +

1 დეკემბერი. 2016. 18:18



ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული ბერკეტები ჰქონდათ, დაეფარათ ჟვანიას მკვლელობის საქმე, დღესაც გააჩნიათ ამის გარკვეული ბერკეტები", - აღნიშნული განცხადება ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ  „ქართულ აზრს" განუცხადა.


მისი თქმით, ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ამ ბერკეტების გამოყენებას, რომ ეს საქმე არ იქნას გახსნილი.


თუმცა ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება... ხშირი მოვლენაა, როდესაც საქმე გაქვს კრიმინალთან: იცი ფაქტი, მაგრამ გჭირდება მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც დამაჯერებელია, უტყუარია, რომელსაც სასამართლოში ვერ დაანგრევს მოწინააღმდეგე მხარე. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ სამართლებრივი შედეგი დადგეს. ამას სჭირდება ისეთი მტკიებულებების ერთობლიობა, რომელიც იქნება დამაჯერებელი. სწორედ ეს პროცესია რთული და დროში გაწელილი", - განაცხადა ჟვანიამ.


 

 

 

big_banner
არქივი