logo_geo
„შეცდომა იყო, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა“
- +

2 დეკემბერი. 2016. 01:47


 

„პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხვაზე განაცხადა. ნოღაიდელმა 2006 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2006 წელს შეხვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სადაც სააკაშვილმა უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილი კაცს აღარ გავსო და აპირებდა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მის ფინანსთა მინისტრად დანიშვნას.


„მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოყვა. სააკაშვილს ვუთხარი, რომ თუ  მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა", - განაცხადა ნოღაიდელმა.


ნოღაიდელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით  ესაუბრა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც.


პროცესის შემდეგ დაცვის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს განიხილავდნენ.


 

big_banner
არქივი