logo_geo
გოგლა ჟვანია: პროცესი აღმოჩნდა ბევრად უფრო ხანგრძლივი და რთული, ვიდრე წარმომედგინა…
- +

2 დეკემბერი. 2016. 10:52



„ეს პროცესი აღმოჩნდა ბევრად უფრო ხანგრძლივი და რთული, ვიდრე წარმომედგინა", - ამის შესახებ „ქართულ აზრს" ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბრისას გოგლა ჟვანიამ განუცხადა.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ზურაბ ჟვანიას ძმამ „რეპორტიორს" მისცა:


„როდესაც გამოძიება განახლდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანი ფაქტები და მტკიცებულებები ამოტივტივდა, რამაც შემიქმნა მოლოდინი, რომ ეს საქმე ძალიან სწრაფად გაიხსნებოდა. თუმცა წარმოიშვა გარკვეული სირთულეები მყარი მტკიცებულე ბების შეგროვების კუთხით. მიმდინარეობს პროცესი, ამ პროცესში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტებიც, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს პროცესს, ვინაიდან ძალიან ბევრი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს. ყოფილა შემთხვევები, ხანგრძლივი მოლაპარაკებების ბოლოს უარი უთქვამთ და ყველაფერი თავიდან გამხდარა დასაწყები. ხანგრძლივს როცა ვამბობ, ეს არ არის კვირების ამბავი, ეს არის თვეების მანძილზე გაგრძელებული. წარმოიდგინეთ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბოლოს უარს რომ გეტყვიან..." - განაცხადა ჟვანიამ.


 

big_banner
არქივი