logo_geo
Victoria's Secret-მა 15 ახალი მოდელი შეარჩია - სიაში ქართველი გოგონაც მოხვდა
- +

18 აგვისტო. 2017. 03:09



რამდენიმე თვის შემდეგ მთელი მსოფლიო ისევ ეკრანს მიუსხდება, რათა ყოველწლიური Victoria's Secret-ის გრანდიოზული შოუ იხილოს. ახალი ჩვენებისთვის მომზადება უკვე დაიწყო: ნიუ-იორკში კასტინგებმა სტარტი აიღო: ბრენდის ოფისს მსოფლიოს ის ყველაზე ლამაზი გოგონები სტუმრობენ, რომლებსაც პოდიუმზე ალესანდრა ამბროსიოსთან, ადრიანა ლიმასთან და დებ ჰადიდებთან სურთ გამოსვლა. სანამ მოდელებს სექსუალური თეთრეულითა და ფრთებით ვიხილავთ, მანამდე ფოტოგრაფების ობიექტივში ქუჩის სტილით და მაკიაჟის გარეშე ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად Victoria's Secret-ის ჟიურის წინაშე ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილიც წარსდგა. უცხოურ მოდის instagram გვერდებზე თაკოს ფოტოს დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუ ვის შეარჩევს ბრენდი შოუსთვის, 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი