logo_geo
თაკო ნაცვლიშვილი უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა
- +

19 აგვისტო. 2017. 20:34


მსოფლიოს ლამაზმანები „ვიქტორია სეკრეტის" კასტინგზე მიიჩქარიან სულ რაღაც ორიოდე კვირის შემდეგ, მსოფლიო კვლავ მიეჯაჭვება ტელეეკრანებს, რომ „ვიქტორია სეკრეტის" თეთრეულის ყოველდღიური, გრანდიოზული სატელევიზიო შოუ იხილოს.


ახალი ჩვენებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.


კასტინგმა სტარტი ნიუ-იორკში აიღო, სადაც ამ დღეებში მსოფლიოს ყველა კუთხიდან პლანეტის ულამაზესი გოგონები ჩავიდნენ, რომლებიც „ვიქტორია სეკრეტის" ცნობილ მოდელებთან ერთად პოდიუმზე გასვლაზე ოცნებობენ.


საკუთარი ძალები შოუში მოსახვედრად, ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმაც სცადა.

თაკო ნაცვლიშვილი ასევე რუსული გამოცემა www.bazaar.ru ფოტო ობიექტივში მოხვდა თაკოსთან ერთად ჩამონათვალში 14 უცხოელი მოდელია.


ობიექტივში უმაკიაჟოდ, განსაკუთრებული ვარცხნილობისა თუ კოსტიუმების გარეშე ხვდებიან.


ცნობილი შოუს მონაწილეთა ყოველდღიური ჩაცმულობა "ქუჩის სტილის" ცალკე რუბრიკაა.


აქ არაა კაშკაშა ფერების და განსაკუთრებული ჩაცმულობის ადგილი, რაც ფოტოგრაფთა ყურადღებას იქცევს. მოდელები სამუშაოზე ირთვებიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მათი საყვარელი ფერი შავია. მათი ჩაცმულობა წლიდან წლამდე არ იცვლება და როკ-მუსიკოსთა ჩაცმულობას ჰგავს. ესაა ჯინსები, კედები, სვიტერი ან პატარა, შავი კაბა, რომელსაც ვარცხნილობად  კუდი ამშვენებს. მოდამ მოდელების ეს მოკრძალებული გარდერობი ოდნავ შეცვალა და მასში მცირე სიახლეებიც შეიტანა , თუმცა მუხლს ზემოთ ჩექმა, უხეში "ბატინკები" ან კლასიკური თუ ზაფხულის ფეხსაცმელი, ორი წვრილი შესაკრავით, ალბათ, ყველაზე ძნელად შესაცვლელია.


მოხვდება თუ არა ქართველი მოდელი წელს ყველა მოდელის საოცნებო შოუზე, 23 აგვისტოს გაირკვევა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი