logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ბოლო სერიამ რეკორდი მოხსნა
- +

29 აგვისტო. 2017. 17:57


 

„სამეფო კარის თამაშების" ბოლოსწინა სეზონის რეიტინგი, მიუხედავად სცენარებისა და სერიების წინასწარი გაჟონვისა, ყოველ კვირას იზრდებოდა. წელს, სერიალმა თავისივე რეკორდები მოხსნა. მეშვიდე სეზონის ბოლო სერია 12,1 მილიონმა ტელევიზიით  ნახა, ხოლო კიდევ 4 მილიონმა - ინტერნეტით.


„სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის ბოლო ეპიზოდი ტელეარხმა HBO-მ კვირას აჩვენა. აღნიშნული სერიალი ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გრძელვადიან პროექტად ითვლება. სერიალის ბოლო, მერვე სეზონის გადაღება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყება.



 

big_banner
არქივი