logo_geo
ედ სკრეინმა „ჰელბოი“ დატოვა, რაც გაიგო, რომ მისი პერსონაჟი მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი იყო
- +

29 აგვისტო. 2017. 17:58



ინგლისელმა მსახიობმა ედ სკრეინმა „ჰელბოის" პროექტი დატოვა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი სათამაშო პერსონაჟი მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი იყო.


სკრეინს, მაიორ ბენ დაიმიოს როლი უნდა შეესრულებინა. მსახიობის აზრით, მისი შესრულებით ფილმის გმირი „გათეთრდებოდა".


„ამ როლის შესრულებას დავთანხმდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ კომიქსების გმირს შერეული აზიური წამოშობა აქვს", - წერს მსახიობი.


სკრეინმა დასძინა, რომ „პერსონაჟის ეთნიკური წარმომავლობის ჩვენება ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია".


პერსონაჟების „გათეთრება" - მოვლენა, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები თამაშობენ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი