logo_geo
რატი დურგლიშვილი: რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, ადამიანებს დავხმარებოდი და არ დავეხმარე...
- +

3 სექტემბერი. 2017. 14:05

 

 

„ჩემში თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დგას. ნიღბებითა და ტყუილებით საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი. ის ყოველთვის გულწრფელი რესპონდენტია. ეს თვისება დომინანტია მის ხასიათშიც, მაგრამ დასძენს, რომ დღემდე საკუთარი თავისთვის გამოცანად რჩება. ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული, გულისა და გონების ჭიდილი, სინანული, ყველაზე მძაფრი სურვილი, ოცნება - ეს ის თემებია, რომლებზეც რატი გულახდილად გვესაუბრება.


- საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად რა გესმის, ოჯახის წევრები, მეგობრები რას ამბობენ?

- მეუბნებიან, ასაკი მოგიხდაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის. რატომღაც ყურადღებას ჩემს გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ. იმიჯი შეცვლილი მაქვს და ეს ძალიან მოსწონთ. თურმე მამაკაცებში ასე ყოფილა, 30 წელს რომ გადააბიჯებ, ან ძალიან ეშვები, ან უფრო მეტად იხვეწები.

 

- თავადაც ფიქრობ, რომ ასაკი მოგიხდა?

- ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ნორმალურად გამოვიყურებოდე. მეც მგონია, რომ ასაკი მომიხდა, ძველ ფოტოებსა და ვიდეობს რომ ვადარებ, დღეს სხვანაირი ადამიანი ვარ.


- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- სიკეთე დაუზარლად შემიძლია ვაკეთო. ჩემში ბოროტების ნატამალი არ არსებობს და ეს ძალიან მიხარია. ყველაფერი ცუდის მიმართ პროტესტი მაქვს. როცა ადამიანები სხვას განიკითხავენ, იქაურობას ვეცლები, არ მსიამოვნებს ჩხუბი, ძალადობა და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანის დაცინვაა. ვინც მიცნობს და ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველა დამეთანხმება. მაგალითად, შოუბიზნესში ვინც ტრიალებს, ზოგიერთი ძალიან ნიჭიერია, ზოგიერთი - ნაკლებად. ვინც ნიჭიერებით არ ბრწყინავს, მაინც ვეუბნები, რომ კარგია. ამაში ცუდი რა არის? იქნებ მიეცეს სტიმული და მომავალში შექმნას იმაზე კარგი რამ, რაც მანამდე შეუქმნია. ზოგიერთს ნიჭიერზეც კი უჭირს იმის აღიარება, რომ ნიჭიერია, ამ ადამიანების უბრალოდ არ მესმის.

 

- სიკეთე უკან ცუდად დაგბრუ­ნებია?

- სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რაღაცას ველი. გული უტკენიათ თუ არა, ამას არც ვუღრმავდები, სიკეთეს ვაკეთებ და მივდივარ.


- საკუთარ ხასიათში რა არ მოგწონს?

- რაღაცები ძალიან მალე მბეზრდება. შეიძლება კონკრეტულ სიმღერაზე მუშაობის დროს, შედეგისთვის ერთი წელი ვიბრძოლო, ვიწვალო, არ დავიზარო, მაგრამ ბოლოს, როცა წესით უკვე კმაყოფილი უნდა ვიყო, თავს ვანებებ, აღარ ვუსმენ. აღარ ვხატავ, აღარ ვწერ, საქმეს არ ვამთავრებ.


- ადამიანებიც ადვილად გბეზრდებიან?

- როცა ადამიანი გამუდმებით სხვას ჰბაძავს, ინდივიდუალიზმი საერთოდ არ გააჩნია, იმას ნიშნავს, რომ რესურსი ამოეწურა. ვიღაცისთვის მეც "ამოწურული რესურსი" ვარ. ერთი და იგივე ლოკაციაც მბეზრდება. ახლახან ვფიქრობდი, სახლი მომბეზრდა, რაღაც უნდა შევცვალო. ეს დამღლელი თვისებაა, კარგი სულაც არაა. შესაძლოა, ასეთი ხასიათი იმან ჩამომიყალიბა, რომ ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ, მხატვრობა, სიმღერა, მუსიკის წერა, ნოველების წერა, ძერწვა... ერთად ძალიან ბევრია.


- სინანული რის გამო გაქვს? ყველაზე მეტად რა გაწუხებს?

- რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, ადამიანებს დავხმარებოდი და არ დავეხმარე. სულ 3 სიტუაციაა, რომელიც თვალებიდან არ ამომდის. ერთხელ ვარაზისხევში ავდიოდი, ციოდა, ტროტუარზე ბიჭი იდგა ბავშვთან ერთად, როგორც ჩანს, სციოდა, ამ ბიჭს ბავშვზე პალტო ჰქონდა შემოხვეული. მე მანქანა არ გავუჩერე და სახლამდე არ მივიყვანე. განა სად უნდა წასულიყო?











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი