logo_geo
The Rolling Stones-ის გიტარისტის Ferrari აუქციონზე გაიყიდება
- +

6 სექტემბერი. 2017. 02:43



სპორტული ავტომობილი Ferrari 400i, რომელიც როკ-ჯგუფ The Rolling Stones-ის გიტარისტს, კიტ რიჩარდსს ეკუთვნის Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.


აუქციონი Ferrari Leggenda e Passione იტალიის ქალაქ ფიორანო-მოდენეზე-ში 9 სექტემბერს გაიმართება და მთლიანად Ferrari-ს მარკის ავტომობილებს დაეთმობა.


რიჩარდსი ამ ავტომობილს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ხანმოკლე გასტროლის დროს იყენებდა. მანქანის მთლიანი გარბენი 3627 კილომეტრია, სავარაუდო ღირებულება - 125-175 ათასი ევრო.


Sotheby's-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი