logo_geo
„ეს გრანდიოზული სიყვარულის ისტორიაა“ - პრინც ჰარის შეყვარებულმა მათი რომანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
- +

6 სექტემბერი. 2017. 19:57



„ურთიერთობა ზღაპარს ჰგავს, ეს გრანდიოზული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ყოველდღე დიდ ენერგიას მაძლევს. რა თქმა უნდა, დეტალებს ვერ მოგიყვებით, ვერ ვიტყვი, როგორ იწყება და სრულდება ჩვენი დღე, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია. ჩვენ ვართ წყვილი, ჩვენ ვართ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ორი ადამიანი", -ამერიკელი მსახიობი და სერიალ „Suits"-ის ვარსკვლავი მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ურთიერთობაზე პირველად ალაპარაკდა.





 „Vanity Fair"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა დაადასტურა პრინცთან რომანი.


„ბევრს აინტერესებს, შევიცვალე თუ არა მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრთან მაქვს ურთიერთობა, პასუხი ერთია - არა, მე ისევ ის ადამიანი ვარ, ვინც აქამდე ვიყავი, არაფერი არ შეცვლილა ამ ურთიერთობით, გარდა იმისა, რომ ახლა უფრო გაცილებით ბედნიერი ვარ. 2016 წელს ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, ჩვენ ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, დროს მხიარულად ვატარებდით, შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ გვინდოდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო, თუმცა, ამის შესახებ პრესამ გაიგო და ამ ამბავზე ბევრს წერდნენ", - ამბობს მეგან მარკლი ინტერვიუში.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი