logo_geo
როგორ გამოიყურება საუდის არაბეთის პრინცესა
- +

7 სექტემბერი. 2017. 01:19


დეენა აბდულაზიზ ალ საუდი საუდის არაბეთის პრინცესაა. თუმცა აქ მცხოვრები ქალებისგან განსხვავებით, იგი არ ატარებს ტრადიციულ ტანისამოსს, მეტიც, იგი თავისი პერსონალური ბუტიკის მფლობელია, რომელიც ექსკლუზიური ტანისამოსის რეალიზებას ახდენს. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ 21-ე საუკუნის საუდის არაბეთის პრინცესა, ძალიან თანამედროვედ, ევროპული, თავისუფალი სტილით გამოირჩევა. იგი ატარებს მოკლე თმას, მოკლე კაბებს, ექსცენტრიკული ჩაცმულობის მოყვარულია და ყოველთვის ხაზს უსვამს თავის მშვენიერ ფიგურას.


აღმოსავლური მშვენიერება და დასავლური ჩაცმის სტილი, ამ ქალში ძალიან ჰარმონიულად ეწყობა ერთმანეთს.


ბუტიკის, რომელსაც ფლობს, იგი მუდამ ცდილობს ისეთი პროდუქციით შევსებას ცდილობს, რომელიც ახლოს დგას მუსლიმურ ტრადიციებთან, თუმცა, არჩევანს, ყოველთვის საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით აკეთებს.


დეენა აბდულაზიზი ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერის მეგობარია და ყოველთვის ესწრება მოდის ჩვენებებს.


იგი წლების განმავლობაში ნიუ იორკში ცხოვრობდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გემოვნებაში.


დეენა აბდულაზიზსა და საუდის არაბეთის პრინცს, აბდულაზიზ ბინ ნასერს სამი შვილლი ჰყავთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი