logo_geo
ქეთა თოფურია განქორწინების ფაქტს დედასთან მალავდა - „ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს ქმართან, მათ კარგი ოჯახი აქვთ“
- +

13 სექტემბერი. 2017. 16:10


 

საინფორმაციო სააგენტო „starhit.ru"-ს ინფორმაციით, ქეთა თოფურია ქმართან  განქორწინების ფაქტს ახლობლებს და ნათესავებს უმალავდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქეთას და ლევის შორის უთანხმოება მათ არ იცოდნენ, ამბობენ, რომ მათ შორის იდეალური ურთიერთობა იყო. ცნობილია, რომ მომღერალი ყოფილ ქმარს ქალიშვილთან ურთიერთობას არ უკრძალავს. 


შეგახსენებთ, რომ ქეთამ და ლევმა, მომღერლის დაბადების დღეს, 2013 წლის 9 სექტემბერს იქორწინეს. „A'Studio"-ს სოლისტი და ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, 5 წელზე მეტი, ერთად ცხოვრობდნენ. წყვილი დიდხანს მალავდა განქორწინების ფაქტს, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღიარა ქეთამ, რომ  ისინი დიდი ხანია, ერთად არ არიaნ. გაირკვა, რომ ისინი ახლობლებსაც უმალავდნენ განქორწინების ფაქტს.


„ქეთას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს ქმართან, ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ, მათ კარგი ოჯახი აქვთ", - ამბობდა ქეთა თოფურიას დედა რამდენიმე თვის წინ „starhit.ru"-თან ინტერვიუში. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ ქეთა და ლევი ერთად აღარ არიან, დედამ აღიარა, რომ არ იცოდა მათი განქორწინების ამბავი. აღმოჩნდა, რომ არც ლევის მშობლები იყვნენ საქმის კურსში.


„ლევი რამდენიმე თვე აშშ-ში იმყოფებოდა სამუშაოდ, განქორწინებაზე საუბარი არ ყოფილა, მათ უყვართ ერთმანეთი", - ამბობს ლევის მამა.


აღსანიშნავია, რომ ქეთამ და ლევიმ, 2 წლის ქალიშვილის გამო, მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს.


პატარა ოლივია დედ-მამასთან თანაბარ დროს ატარებს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი