logo_geo
„ის სასწაულია...“ - ანჯელინა ჯოლის ვაჟი, დედასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
- +

14 სექტემბერი. 2017. 19:42



მსახიობების, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის16 წლის ვაჟმა, მედოქსმა, პირველად მისცა ინტერვიუ ჟურნალ „People"-ს, სადაც მან დედის შესახებ ისაუბრა. მიზეზი, ანჯელინას ახლი ფილმის „First They Killed My Father"-ის პრემიერა გახდა, რომლის მთავარი რეჟისორი და პროდიუსერი, ანჯელინა ჯოლი იყო. მედოქსი კი, პირველად, მოგვევლინა პროდიუსერის თანაშემწის წარმომადგენლად.

 

„ვცდილობდი, ყველას დავხმარებოდი. როგორც შემეძლო... კამბოჯიელები წყნარი და მშვიდი ხალხია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ემოციური, ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად. როცა რაიმე სიგიჟის გაკეთება უნდათ, ისინი, უკან არ იხევენ. მეც ასეთი ვარ, ვამაყობ, რომ კამბოჯიელი ვარ", - ამბობს მედოქსი ფილმის და მისი სამშობლოს შესახებ.

 

„ის მხიარულია, მასთან მუშაობა იოლი და სასიამოვნოა, ანჯელინა, სასწაულია" - ამბობს ჯოლის და ბრედის ვაჟი... როგორც ანჯელინა ამბობს, სწორედ მედოქსმა მისცა მას ბიძგი, 1970-იანი წლების კამბოჯიაზე, ფილმი გადაეღო.


შეგახსენებთ, რომ ფილმი, სახელწოდებით „First They Killed My Father" - კამბოჯიელი მწერლის ლუნ უის ცხოვრებს ეძღვნება. ანჯელინამ, ფილმის გადაღება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ 2002 წელს, მან მისი ვაჟი, მედოქსი, სწორედ კამბოჯიაში, ბავშვთა სახლიდან შვილად აიყვანა.


მართალია, მარტის თვეში. ბიჭის ბიოლოგიური მამა, მაუნ სარატი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ანჯელინამ არაკანონიერად წამოიყვანა მისი შვილი, ჯოლი შეშინდა, რომ სარატს არ  წაერთმია მისთვის ბიჭი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა.


შეგახსენებთ, რომ ჯოლის, მედოქსის გარდა, კიდევ ორი აყვანილი შვილი ჰყავს, პაქსი - ვიეტნამიდან და ზახარი - ეთიოპიიდან.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი