logo_geo
ულამაზესი ქართველი წყვილი კვლავ ერთადაა
- +

25 სექტემბერი. 2017. 01:36


რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ-სამყარო ერთი წყვილის ქორწილის ფოტოებით „აფეთქდა". მართლაც ისეთი ლამაზები იყვნენ, საუბარი მათ შესახებ ნამდვილად ღირდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა - მოდელი მარიამ ხორგუაშვილი და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე კვლავ ერთად არიან და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ისინი OK!-ის ორი წლის შვილთან - დემეტრესთან ერთად ესტუმრნენ.

 

- როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?


(მარიამი): თავიდან სოციალური ქსელიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ხოლო შემდეგ უკვე ჩვენმა საერთო მეგობარმა შეგვახვედრა. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა.


(ლაშა): პირველსავე შეხვედრაზე უკვე ნათელი იყო ყველაფერი - რომ ერთმანეთი მოგვწონდა.


(მარიამი): შეყვარებულები დიდხანს - დაახლოებით სამი წელი ვიყავით, შემდეგ კი დაოჯახება გადავწყვიტეთ.


- განსაკუთრებული სიურპრიზები თუ გაგიკეთებიათ ერთმანეთისთვის?


(ლაშა): სიურპრიზები მარიამისგან უფრო მახსოვს. სანამ მოვიდოდი, ისე რთავდა და ისე ლამაზად მახვედრებდა ხოლმე სახლს, რომ ჩემში ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევდა.


- თქვენს ქორწილზე ყველა საუბრობდა...


(მარიამი): განსაკუთრებულად არაფერი დაგვიგეგმავს. ფოტოებმა საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია. მართლაც საოცარი ფოტოები იყო.

 

- როგორი შეგრძნებაა ასე უცბად მოვარდნილი პოპულარობა?


(მარიამი): ძალიან კარგი. საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს, პირიქით.


(ლაშა): ხალხისგან გვაქვს ძალიან დიდი სითბო და სიყვარული. სადაც მივდივართ, ყველგან კარგად გვხვდებიან, გვცნობენ და ეს უზომოდ გვახარებს. სასიამოვნოა, დადებითად მოქმედებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდი მომენტებიც ახლავს - თბილისი პატარა ქალაქია და ჭორებიც, შესაბამისად, ბევრია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი