logo_geo
ქეთა თოფურიამ საკუთარი დიეტა გაამხილა და გოგონებს რჩევები მისცა
- +

10 ოქტომბერი. 2017. 02:49


 

ქეთა თოფურია ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს. როდის შეაწუხა მას ზედმეტმა წონამ და როგორ ინარჩუნებს მომღერალი იდეალურ ფიგურას:


„ახლა ჩემი ფიგურით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. 1 წელი დამჭირდა რომ ფიგურა ჩემთვის იდეალურ ფორმაში მომეყვანა.


არასდროს მაწუხებდა ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, ამაში გენეტიკას უნდა ვუმადლოდე, თუმცა იყო პერიოდი, როცა მაგალითად 17 წლის ასაკში, მოსკოვში გადმოსვლისას 5 კილო მოვიმატე, მახსოვს ჩემი ფუმფულა სახე, რომელიც კიდევ უფრო დიდი ჩანზე ეკრანზე, ამან გადამწყვეტინა ჩემს წონაში კორექტივები შემეტანა.


როცა აქტიურად ჩავერთე კონცერტებსა და ღონისძიებებში მარტივად დავიკელი, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო, რადგან მივირთმევდი სწორი კვებისთვის აკრძალულ საკვებს.თუმცა შემდეგ გზა ვიპოვე.


თქვენც გახსოვდეთ, თუ წონის დაკლება გინდათ, არ იშიმშილოთ!


დავიწყე სწორად კვება, პროტეინები და ბოჭკოვანი საკვები ფორმაში ყოფნის საუკეთესო შედეგს იძლევა.


ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები დღის მანძილზე ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალ ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად. დილით, 12 საათამდე კი ყველაფრის ჭამა შეგიძლიათ, ყველისაც კი,რომელიც საკმაოდ ცხიმიანი პროდუქტია. ერთადერთი რამ, რაც კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს შემწვარი პროდუქტია, ასევე შოკოლადი და საკონდიტრო ნაწარმი. შავ სიაში შედის კარტოფილი, მაიონეზი და ალკოჰოლიც, ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა დაივიწყოთ.



ბევრმა არ იცის თუ რა მიირთვას საღამოს და ეშინიათ წონის მატების, ამიტომაც უბრალოდ საკვებს აღარ ეკარებიან- ეს არასწორია!

პროტეინები და ბოჭკოვანი საკვები შეუზღუდავადაა დაშევებული საღამოსაც, თუმცა რა თქმა უნდა, დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. კიდეც ერთი აუცილებელი წესია წყლის მიღება, დღეში მინიმუმ 2 ლიტრის დალევა უნდა შეძლოთ. მე 0.5-იან 4 ცალ ბოთლს ვყიდულობ და ასე ვაკონტროლებ თავს. 2 საათის მანძილზე ვსვამ ერთ ბოთლს. ერთბაშად დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ცოტა წყალი ხშირად დალიოთ.


დღის მენიუ


ჩემი დილა ჭიქა წყლით იწყება. საუზმეზე ჩვეულებრივ, მივირთმევ შვრიის ფაფას ან ხაჭოს და არაჟანს, ხდება გამონაკლისიც და 2 ნაჭერ პურსაც ვჭამ. ჩემი სადილი ხორცის ან თევზის სალათია, ზეითუნის ზეთით. მწვანე ვაშლით წახემსება მიყვარს, საღამოს კი ხორცის ნაჭერს ან თევზვს მივირთმევ, რა თქმა უნდა არა შემწვარს.


არავითარ შემთხვევაში არ ვშიმშილობ, მთავარი ხომ სწორად კვებაა. ერთხელაც რომ გამოგრჩეთ რაციონი ორგანიზმი ამას იმახსოვრებს და ცვლილებებს იწვევს, მაგალითად მეტაბოლიზმის დარღვევას, .ხშირი და სწორი კვება და წყალი- ეს არის გარანტირებული შედეგი,რომელიც ერთ თვეშიც კი დადგება.


 

სპორტი


ჩემი გადატვირთული განრიგის გამო სპორტით დაკავება რთულია. ვაღიარებ იმასაც, რომ ეს ჩემთან ახლოს არ არის. ბავშვობაში აქტიურად ვცეკვავდი, დავდიოდი ტანვარჯიშზე, ბალეტზეც კი.მაგრამ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ხერხდებოდა ეს ყველაფერი, ახლა კი ჩემი თავი ბოლომდე როცა მე მეკუთვნის, ფიზიკური დატვირთვა ჩემგან შორსაა.



თუმცა დროდადრო თავს ვაიძულებ სახლში რომ სავარჯიშო ატრიბუტიკა მაქვს გამოვიყენო, სარბენ ბილიკზე ვირბინო ან ველოსიპედის ბორბლები ვატრიალო, ასევე ყოველ წელს ვყიდულობ სპორტული დარბაზის აბონემენტს და რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაც მიშლის ხელს იქ მისასვლელად, ტურნეები ან სიზარმაცე. იოგა ძალიან მიყვარს, საკმაოდ დიდი ხანი აქტიურად ვიყავი ჩართული, თუმცა განრიგის გამო გამოვეთიშე. შემდეგ მასაჟი აღმოვაჩინე და თერაპიას კვირაში ორჯერ ვიტარებ, რასაც მე ,,ზარმაცების სპორტს" ვეძახი."









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი