logo_geo
რუსკა მაყაშვილი: პირველი შვილია და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ...
- +

13 ოქტომბერი. 2017. 17:20


 

როგორი ფეხმძიმობა ჰქონდა და რა გეგმები აქვს ბავშვის გაჩენის შემდეგ, - ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ჟურნალ „თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ფეხმძიმობის პირველივე წუთიდან აქტიური ვიყავი და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას. ვთამაშობდი სპექტაკლებს, წავიყვანე  „X ფაქტორი", ვითამაშე ფილმში და ჩავწერე „ნიჭიერის" ქასთინგები. არცერთი წამი არ გავჩერებულვარ, ჩემი აზრით, ფეხმძიმობისას კიდევ უფრო აქტიური უნდა იყო.

 

ჩემი პირველი შვილია და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ და მინდა ყველაფერი კარგად იყოს. მთელი ოჯახი ელოდება. თან 17-20 წლის ხომ არ ვხდები დედა, უკვე ზრდასრული - 30 წლის ვარ და ამ დროს მართლა გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრება. მინდა, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლაღი ბავშვობა ჰქონდეს. ზუსტად ვიცი, რომ მე საუკეთესო დედა ვიქნები, სანდრო კი, საუკეთესო მამა.

 

ძიძის აყვანას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, ცოტა ხანს ბავშვი ჩემს ხელში იყოს. მგონია, რისი გაკეთებაც გინდა, აუცილებლად მოასწრებ. ამის გამოცდილება მაქვს. შევხედავ სიტუაციას, პროექტს, რა თქმა უნდა, არ გამოვაკლდები", - განაცხადა რუსკა მაყაშვილმა.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი