logo_geo
რუსკა მაყაშვილი: როცა სიმართლე იცი და დამნაშავე არაფერში ხარ, მშვიდად ხარ
- +

15 ოქტომბერი. 2017. 11:57


 

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა „თბილისელებთან" ინტერვიუში ნიკა გვარამიას პოსტთან დაკავშირებით ისაუბრა. სადაც „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი წერს, რომ თუკი მას ხელფასს არ უხდიდნენ, მხოლოდ მისი გუნდის ბრალი იყო.


„მათი მხრიდან, ძალიან ბუნებრივია იმის თქმა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ტყუილია. რასაც წერენ სისულელეა და ამიტომ ნიკა გვარამიას პოსტებს ყურადღებას არავინ არ აქცევს, ჩვენ ძალიან მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას. როცა დამნაშავე არაფერში ხარ და სიმართლე იცი, მშვიდად ხარ. ჩემი ერთი პოსტი, რომელიც ამ თემაზე დავწერე, მხოლოდ იმის პასუხი იყო, რატომ გადავედით „იმედზე", მართლა ფულზე გავიყიდეთ?! რა ფულზეა საუბარი, უბრალოდ, იქ ძალიან ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა იყო. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს ასე არაა, რას ვიზამთ, სიმართლე ასეთია.

 

„იმედი" ჩემთვის პირველი ტელევიზია იყო, სადაც ექვსი წელი ვიმუშავე. ის გუნდი, რომელიც „რუსთავი 2"-ზე მუშაობდა, რომელ ტელევიზიაშიც არ უნდა წასულიყო, ყველგან გავყვებოდი. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე ჩემი დარჩენის აზრს ვერ ვხედავდი. ამ გუნდთან ვმუშაობდი იმ არხზეც, სამი წლის განმავლობაში და სხვასთან მუშაობა ვერ წარმომიდგენია. რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, აქ ადამიანურ ურთიერთობებზეა ლაპარაკი", - განაცხადა რუსკა მაყაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი