logo_geo
გიო ხუციშვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს
- +

18 ოქტომბერი. 2017. 01:48



მომღერალი გიო ხუციშვილი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. როგორც მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში განაცხადა მას ხშირად უწევს მკურნალობის კურსის ისრაელის კლინიკაში ჩატარება.


„არასდროს არაფერი მაწუხებდა, ფეხი ამტკივდა და მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მივედი. მითხრა, არ მომწონს ეს შენი ფეხის ტკივილი და ჩავიტაროთ დამატებითი გამოკვლევებიო. მე არაფერი მითხრეს, მაიკოს და ჩემს მეგობრებს გაუმხილეს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან ომში ვარ.

 

არ ვიცი ეს დაავადება სასჯელია თუ გამოცდა ჩემთვის. მთავარია, ვიცი, ღმერთი ჩემს გვერდით არის და მარტო არ ვარ. პირველად როცა მარტო დავრჩი თურქეთში პალატაში, სიმარტოვეში მივხვდი, რომ მარტო არ ვარ და ვთქვი, ღმერთო გადამარჩინე-მეთქი. უკვე ოთხჯერ ვიყავი ისრაელში, ექვს კვირაში ერთხელ უნდა ვიარო. ზუსტად ვიცი, წინ ბევრი ბედნიერი წამი და წუთი მელის", - აცხადებს მომღერალი.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი