logo_geo
ჟურნალმა „People“ ჯულია რობერტსი წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა
- +

28 ოქტომბერი. 2017. 12:41



ჟურნალმა „People" ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ჯულია რობერტსი წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა.


ამ პრესტიჟული სტატუსის მქონე ჯულია რობერტსი უკვე მეხუთედ გახდა. ჟურნალ „People"-ის რჩეული ოსკაროსანი მსახიობი 1991, 2000, 2005 და 2010 წლებში უკვე იყო.


პირველად ეს წოდება 1991 წელს მას შემდეგ მიანიჭეს, რაც ტელეეკრანებზე ფილმი „ლამაზმანი" გამოვიდა.


მოგვიანებით, მან ფილმში „ერინ ბროკოვიჩი" შესრულებული როლისთვის „ოსკარი" მოიპოვა და პირველი ქალი მსახიობი გახდა, რომელმაც როლისთვის 20 მილიონი დოლარი მიიღო.


დღემდე, რობერტსი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალთა ათეულშია. მალე ეკრანებზე მისი მონაწილეობით ფილმი „Wonder" გამოვა, რომელიც „New York Times"-ის ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი