logo_geo
ლედი გაგა ცოლად ტალანტების მაძიებელ აგენტს მიჰყვება
- +

2 ნოემბერი. 2017. 00:07


მედიის ინფორმაციით, გრემის ლაურეატი, მომღერალი ლედი გაგა ტალანტების მაძიებელ აგენტზე, 48 წლის კრისტიან კარინოზე დაინიშნა. ისინი მალე დაქორწინებას აპირებენ. არსებული ინფორმაციით, კარინომ მას ხელი ზაფხულის მიწურულს სთხოვა, ამის შემდეგ მომღერალზე დაქორწინების ნებართვა მომავალი სიმამრისგანაც მიიღო.


წყვილი ქორწინებამდე ლედი გაგას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავს.


31 წლის ამერიკელ მომღერალს მედიკოსებმა ფიბრომიალგია დაუდგინეს, რის გამოც მან სექტემბერში ევროპული ტურნე გადადო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი