logo_geo
დასტინ ჰოფმანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს
- +

3 ნოემბერი. 2017. 13:12



ჰოლივუდის ვარსკვლავი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ბრალდებების ავტორი ანა გრემ ჰანტერია, რომელიც 30 წლის წინ ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა. მთავარ როლს კი ფილმში დასტინ ჰოფმანი ასრულებდა.


ჰანტერი მაშინ 17 წლის იყო და აცხადებს, რომ გადასაღებ მოედანზე ყოფნისას დასტინ ჰოფმანი მას გამუდმებით ეარშიყებოდა და სექსზე ელაპარაკებოდა.


ბრალდებებს ჰოფმანი წერილობით გამოეხმაურა. მსახიობი აცხადებს, რომ პატივს სცემს ქალებს და ყოველთვის განიცდის, თუ ვინმე მის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი