logo_geo
Bvlgari-მ საშობაო კოლექცია გამოუშვა
- +

5 ნოემბერი. 2017. 15:44



რომის საიუველირო და საათების სახლმა Bvlgari-მ Winter Holidays 2017-ის აქსესუარების სადღესასწაულო კოლექცია გამოუშვა, რომელიც ახალ წელს და შობას ეძღვნება.


ახალ კოლექციაში შევიდა Serpenti Forever-ის ჩანთები, რომელიც დალიანდაგებული ან მეტალის შემცველი ტყავისგანაა შეკერილი და ვარსკვლავებითაა გაფორმებული, რომელიც ფიფქების ეფექტს ქმნის. კოლექციაში შედის ასევე სხვადასხვა ფერის საფულეები, აბრეშუმის შარფები და ჰალსტუხები.


Bvlgari - იტალიური საიუველირო სახლია, რომელიც 1884 წელს რომში საბერძნეთიდან ემიგრირებულმა სოტირიოს ბულგარისმა დააარსა. თავიდან ის ანტიკვარიატით ვაჭრობდა, შემდეგ კი საკუთარი წარმოება გახსნა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი