logo_geo
ბრედ პიტი: დედამიწაზე არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ანჯელინას შეეფერება
- +

7 ნოემბერი. 2017. 21:47



ვიდრე მთელი მსოფლიო, ბრედ პიტის, 21 მსახიობთან, ელა პერნელთან რომანს განიხილავს, ანჯელინას ახლობელმა, მისი ყოფილი ცოლის, ჯოლის, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები გაამჟღავნა:


ჯოლი, უკვე რამდენიმე თვეა, ხვდება ბიზნესმენს, რომლის ვინაობა საიდუმლოდ რჩება. ამასთან, წყაროს მტკიცებით, ჯოლი საკუთარ რჩეულზე დაქორწინებასაც გეგმავს. როგორც აღმოჩნდა, ანჯელინას მეგობარ მამაკაცს, ბრედიც იცნობს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ წყვილი ურთიერთობას ვერ ააწყობს და ეს ქორწინება, ვერ შედგება...


„ბრედს ეჭვი ეპარება, რომ ანჯელინა ოდესმე ბედნიერი იქნება ქორწინებაში. ის დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ჯოლის შეეფერება, რადგან ანჯელინამ არ იცის კომპრომისზე წასვლა. პიტი ფიქრობს, რომ ურთიერთობისთვის, კომპრომისები ყველაზე მნიშვნელოვანია. ანჯელინა, ძალიან ბევრს ითხოვს იმ მამაკაცისგან, რომელიც მის გვერდით არის, მაგრამ ამავე დროს, მთელ ენერგიას, საქმესა და შვილების აღზრდაში დებს, ჯანმრთელ ურთიერთობაზე ზრუნვისთვის, კი დრო, თითქმის, აღარ რჩება. ბრედი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა, ვერ შეძლებს, ცხოვრების შეცვლას" - ამბობს სანდო წყარო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი