logo_geo
ვიქტორია ბექჰემი სპორტული სამოსის ხაზის გამოშვებას გეგმავს
- +

10 ნოემბერი. 2017. 11:16

 

 

მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდი „Reebok" და ვიქტორია ბექჰემი ერთობლივი კოლექციის შექმნას აპირებენ. კოლექცია სახელწოდებით „Reebok x Victoria Beckham" 2018 წლის ბოლოს გამოვა.


როგორც ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ახალი კოლექცია თვითდაჯერებული და ძლიერი ქალებისთვის იქნება განკუთვნილი.


„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქალი ძლიერი პიროვნებაა, და ეს პარტნიორობა არის საშუალება, რომ ჩვენი რწმენა მოდის მეშვეობით გავამყაროთ. მნიშვნელოვანია,  ყოველთვის იყო ის, ვინც ხარ, დააფასო საკუთარი ინდივიდუალობა, კი არ მიჰყვებოდე ტენდენციებს, არამედ შექმნა ისინი",- აცხადებენ კომპანიაში.


როგორც ვიქტორია ბექჰემმა აღნიშნა, მისთვის „Reebok"-თან თანამშრომლობა საკუთარი სურვილების რეალიზაციის საშუალებაა.


„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ჩემი შემოქმედებითი იდეების გამოყენება სპორტულ ტანსაცმელში და „Reebok"-თან პარტნიორობა ჩემთვის ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა. ძალიან საინტერესოა ამ ლეგენდარულ ბრენდთან მუშაობა, რომელიც ჩემს ღირებულებებს აერთიანებს და ქალებს შთააგონებს", - განაცხადა ბექჰემმა.


„Reebok" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სპორტულ ტანსაცმელს და აქსესუარებს, მისი ცენტრალური ოფისი ბოსტონის გარეუბანში მდებარეობს.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი