logo_geo
როგორ აღმოჩნდა ეკატერინე გოგლიძის სიმღერა BBC-ის რადიოში?!
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:41


 

21 წლის ქართველი მომღერალი, ეკატერინე გოგლიძე უცხოეთში მუსიკალურ ბაზარს იპყრობს. მისი სიმღერები BBC-ის რადიოშიც კი ტრიალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის თავად ქმნის მუსიკას და ტექსტის ავტორიც თვითონაა... ეკატერინე პროფესიით დიპლომატია, კემბრიჯის სკოლა აქვს დამთავრებული, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. სამომავლოდ მუსიკისა და კარიერის ერთად შეთავსებას აპირებს, რათა დასახული მიზნები განახორიციელოს და ოცნება აისრულოს.

 

„BBC-ის რადიომ შეამჩნია ჩემი სიმღერა და რაღაც პერიოდის განმავლობაში, მის ეთერში ტრიალებდა. მერე დამპატიჟეს „ლაივებზე". ანუ, მიდიხარ სტუდიაში და პირდაპირ რეჟიმში გაქვს საშუალება, ერთი ცდით დაუკრა. ეს სიმღერა ერთ კვირაშივე გაუშვეს გადაცემაში. ამ პერიოდში უნივერსიტეტსაც ვამთავრებდი და უფრო მეტი დრო მქონდა მუსიკისთვის. ხშირად მიწვევდნენ უნივერსიტეტების კერძო ღონისძიებებზე - კემბრიჯშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი გავხსენი. მოსწონთ ინგლისში ჩემი სიმღერა და ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - განაცხადა ეკატერინე გოგლიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი