logo_geo
„მაგ ასაკში მეც მქონია მშობელთან კონფლიქტი“ - რატომ ღელავს გიორგი ყიფშიძე ქალიშვილთან დაკავშირებით...
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:42


 

„ლენუკას ეუბნებოდა მამაჩემი: დროზე ადრე ნუ დამაწყებინებ ხაჭაპურების ცხობასო. ანუ, ნუ გათხოვდები დროზე ადრე, საკუთარი თავის განვითარებას დაუთმე მეტი დროო. მეც არ მინდა ხაჭაპურების ცხობა დავიწყო ნაადრევად, მინდა, ჩამოყალიბდეს, იპოვოს, ზუსტად რა უნდა. ხან ჟურნალისტი და ხან გამომძიებელი ჟურნალისტი უნდა, რომ იყოს", - ამ სიტყვებით მსახიობი გიორგი ყიფშიძე ქალიშვილთან დაკავშირებით ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრობს.


„რაღაცებზე მეშლება მეც ნერვები. მამისთვის, ხომ იცი, გოგო როგორი სუსტი წერტილია. 15 წლის გოგოს „კუპალნიკში" ფოტო რატომ უნდა გედოს, რა დებილობაა. ის მეუბნება: შენ სხვანაირად უყურებ ამას - ჩვეულებრივი ფოტოა, არ აქვს მნიშვნელობაო. როგორ არ აქვს-მეთქი - ეს ვერ შევაგნებინე. იმ ასაკშია, რასაც ეუბნები, იმის საწინააღმდეგოს რომ აკეთებს. ვეუბნები: არ გბოჭავ, არც ბორკილებს გადებ, რჩევებს გაძლევ-მეთქი. მაგ ასაკში მეც მქონია მშობელთან კონფლიქტი და ეს ჩვეულებრივია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი აზრი უნდა გააჩნდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრინციპული წინააღმდეგობა მშობელთან. რაღაც ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს და უნდა მესმოდეს, რაში მეწინააღმდეგები. აქ ხანდახან არ მესმის ხოლმე, დაფრინავს თავში ოფოფები. მეც ვიყავი მაგ ასაკში, მეც იგივენაირად მემართებოდა, უბრალოდ, გოგოა და ვღელავ", - აღნიშნავს ყიფშიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი