logo_geo
ია სუხიტაშვილი: ჯვრისწერას ბავშვის ნათლობის პარალელურად ვაპირებთ
- +

17 ნოემბერი. 2017. 17:18



რუსთაველის თეატრის მსახიობმა ია სუხიტაშვილმა 26 ოქტომბერს მეორე შვილი გააჩინა. ია და მისი მეუღლე ოფიციალურ ქორწინებაში აგვისტოდან იმყოფებიან. როგორც იამ „სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ჯვრისწერას შვილის ნათლობაზე გეგმავენ.


„მე და ალექსანდრე თებერვლიდან ერთად ვართ, ოფიციალურ ქორწინებაში - აგვისტოდან. ხელი მოვაწერეთ, ჯვრისწერას ბავშვის ნათლობის პარალელურად ვაპირებთ იმიტომ, რომ მეც მინდა გართობა და ცეკვა-თამაში.

 

700-კაციანი ქორწილის გადახდას არ ვგეგმავთ და არც არასდროს მომწონდა ასეთი დიდი ქორწილები, ჯვრისწერას ალბათ ვიწრო სამეგობროში აღვნიშნავთ", - ამბობს ია სუხიტაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი