logo_geo
ლევან ხურცია: ჩვენი საყვარელი ადგილი საძინებელია
- +

21 ნოემბერი. 2017. 13:21

 

 

მსახიობ ლევან ხურციასა და იურისტ მარიამ კუბლაშვილის სიყვარულის ისტორია სამ წელს ითვლის. როგორც ლევან ხურციამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, ყველაფერი ერთი ნახვით დაიწყო. დღეს უკვე ერთ ოჯახში ცხოვრობენ და მარიამის პირველ შვილს გიორგის და მათ საერთო შვილს ალექსანდრეს ზრდიან, როგორი ურთიერთობა აქვს ლევან ხურციას გიორგისთან (არბი), ამ თემაზე მსახიობი „პრაიმტამთან" საუბრობს.


„რა გითხრათ, ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, შევხედეთ ერთმანეთს და იქვე გაიბა ის ძაფებიც, რაც დღემდე გვაკავშირებს ერთმანეთთან.

გაგეცინებათ და ჩვენი საყვარელი ადგილი საძინებელია. იქ ვახერხებთ განმარტოებას.

 

გიორგის, მარიამის უფროს ბიჭს მეორე სახელი არბი ჰქვია, სუფთა ჩეჩნური სახელი. არბი ძმაკაცია ჩემი, კაცია რაა, 14 წლის არის. ვიფიქრე კიდეც, ალექსანდრესაც ხომ არ მოვუფიქროთ მეორე ჩეჩნური სახელი-მეთქი...

 

არბის მსახიობობა არ მოუნდება და არც მოვანდომებ. დაუფასებელი და გულსატკენი პროფესიაა. ცხოვრებას ითხოვს, ყველაფერი უნდა მისცე, რომ ელემენტარული მიიღო",- განაცხადა ლევან ხურციამ.

 


big_banner
არქივი