logo_geo
ვინ არის ლიკა ევგენიძის ახალი რჩეული?
- +

25 ნოემბერი. 2017. 20:38


დავით ევგენიძის ქალიშვილი, ლიკა ევგენიძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე თვის წინ, თბილისში ლიკას და ნიკა ალასანიას ოჯახის დანგრევის შესახებ ალაპარაკდნენ.


ლიკა ევგენიძე მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკუშა ალასანიას ცოლი გახლდათ. წყვილი ერთად ცხოვრობდა ამერიკაში. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე, გადაცემა „სხვა შუადღის" თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა.


ლიკა მეუღლესთან დაშორებას არ ადასტურებს, თუმცა, ფაქტია, რომ დიდი ხანია ამერიკაში აღარ წასულა.


რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ მისი რჩეული ამჯერად, უნიჭიერესი მუსიკოსი ნიკა კაჩაროვია.


„რეიტინგმა" ინფორმაციის გადამოწმება ნიკა კაჩაროვთან სცადა, თუმცა, მან თქვა, რომ სისულელეებს ვეკითხებოდით და დაგვემშვიდობა.


ნიკას „ინსტაგრამზე" ლიკასთან ერთად გადაღებული არაერთი ემოციური ფოტო აქვს გამოქვეყნებული.


რამდენიმე დღის წინ, ლიკა ევგენიძე იუბილარი იყო, რომელსაც დაბადების დღე ნიკამ ემოციური ფოტოთი მიულოცა.


როგორც გითხარით, ნიკამ ამ ჭორს სისულელე უწოდა, ნამდვილად სისულელეა ეს, სიმართლე თუ მეგობრობა ამას დრო გვიჩვენებს.


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი