logo_geo
რაიან რეინოლდსისა და ბლეიქ ლაივლის გოგონები საჯაროდ გამოჩნდნენ
- +

16 დეკემბერი. 2016. 22:15


 

რაიან რეინოლდსმა და ბლეიქ ლაივლიმ მსოფლიოს ქალიშვილები გააცნეს. გოგონები საჯაროდ პირველად 15 დეკემბერს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამოჩნდნენ, როდესაც მათი მამა საკუთარი ვარსკვლავის გახსნას აღნიშნავდა.


რეინოლდსი და ლაივლი შვილების ფოტოებს არასდროს აქვეყნებდნენ და ისინი არც ღონისძიებებზე დაჰყავდათ. ჯეიმს რეინოლდსი ბლეიკისა და რაიანის პირველი ბავშვია. ის 2014 წლის 16 დეკემბერს დაიბადა.


როგორც ადრე რაიანმა აღნიშნა, ჯეიმსს მამამისის სახელი ჰქვია. ბლეიკს კი, ყოველთვის ძალიან მოსწონდა, რომ თავად ბიჭის სახელი ერქვა და გადაწყვიტა, ეს ტრადიცია მის პირველ შვილს გაეგრძელებინა.


მეორე ბავშვის სახელი ვარსკვლავურ წყვილს ჯერ არ გაუჟღერებია. გოგონა სამი თვისაა.



 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი