logo_geo
თიკა ჯამბურია: სასიყვარულო ურთიერთობაში მორიგი კრახი განვიცადე!
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:50


 


მომღერალი თიკა ჯამბურია 2016 წელზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ წლის მოგზაურობა არასდროს დაავიწყდება. ჟურნალ „სარკესთან"  ინტერვიუში ის ახალ პროექტზე საუბრობს.


„ყველა წელს თავისი ხიბლი აქვს და არც 2016 წელი იყო გამონაკლისი. წლევანდელი ჩემი მოგზაურობა არასდროს დამავიწყდება. გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია მოვიარე.

 

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. სასიყვარულო ურთიერთობაში მორიგი კრახი განვიცადე, თუმცა სერიოზული არა. რაც შეეხება კარიერას, ახალ პროექტს მოვკიდე ხელი.

 

ამ პროექტზე გიორგი სიჭინავასთან და ირაკლი ბურჭულაძესთან ერთად ვმუშაობ. ელექტრონულ მუსიკაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ისეთზე, რომელიც ნებისმიერი ჟანრის მსმენელისთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნება. რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობთ და ჩვენზეა დამოკიდებული, საახალწლოდ შევთავაზებთ თუ არა მსმენელს", - ამბობს თიკა ჯამბურია. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი