logo_geo
ია ფარულავას სოხუმში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელს იპყრობს
- +

6 იანვარი. 2018. 00:44



ბოლო დროს ია ფარულავა facebook-ზე საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში აღფრთოვანება გამოიწვია დედამისის ახალგაზრდობის ფოტომ, სადაც მსახიობის დედა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.


facebook-ზე წერდნენ, აი, თურმე საიდან მოდის სილამაზე, ია დედას ძალიან ჰგავსო.


მანამდე მსახიობმა წლების წინ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ატვირთა და თაყვანისმცემლები მაშინაც აღფრთოვანებული დატოვა.


ამჯერად კი სოხუმში წლების წინ გადაღებული ფოტოთი მოხიბლა ყველა.


 „სოხუმი 1986 წელია და ჯერ კიდევ როდის მქონია თურმე ლუი ვიტონის ჩანთა და სან ლორანის „დვოიკა" - იას გარეგნობით მოხიბლული facebook-მეგობრები, მსახიობს ცხოვრებისეულ პრობლემებზეც ეკითხებიან.


„ია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომელი ასაკიდან შეუძლია ქალს? უფრო სწორედ რომელი ასკიდან აქვს აზრი ცხოვრების თავიდან დაწყებას?"


„ნებისმიერ დროს, მთავარია, იყოს სურვილი" - პასუხობს ია.


„და მერე ხალხი იტყვის, ია ფარულავას გაკეთებული აქვს ყველაფერიო ნახე, რა ლამაზია"...

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი