logo_geo
ნინი ონიანი მაია ასათიანზე: რცხვენოდეს, ამხელა ქალია, პირადი ინტერესების გამო საქმეს აფუჭებს...
- +

20 დეკემბერი. 2016. 15:07




 

„ძალიან გაბრაზებული ვარ, სხვა ჩემს ადგილას ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა", - ამის შესახებ მსახიობმა ნინი ონიანმა „თბილისელებს" ჟურნალისტ მაია ასათიანზე საუბრისას განუცხადა.


„დამირეკა პროდიუსერმა, მითხრა, რომ გადაცემა უნდა ჩაეწერა და უნდა მივსულიყავით. არანაირი პრობლემა არ მქონდა და წავედით. მანამდე მაიას ტელევიზიიდან კი არა, ჩემი მეუღლის მხრიდან ვიცნობდი, მისი ტურისტულიდან მოგზაურობს ხოლმე.

 

18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩემს გარდა ყველა ჩანდა პრომოში. დავურეკე პროდიუსერს, რა ხდება-მეთქი. მითხრა, შეცდომაა და არ მიაქციო ყურადღებაო.

 

მოვიდა „პროფილის" დღე და აღმოჩნდა, რომ გადაცემაში საერთოდ არ ვიყავი. ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია.

 

როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ, არ გეკადრება მსგავსი რამ. ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი.

 

დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, უბრალოდ, ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ.

 

გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს, ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ, რა ხდება-მეთქი. პროდიუსერმა მითხრა სისულელე: პრომოში რომ არ იყავი და მერე სტატუსი დაწერე, ეგ წაიკითხა მაიამ და ამოგჭრაო. ანუ რა გამოდის, ჩემს გამო მაიამ თავიდან დაამონტაჟა გადაცემა? რა სისულელეა, ვის სჯერა ამის, 4 წელია „რუსთავი 2"-ში ვმუშაობ და ზეპირად ვიცი, რა ხდება.

 

რა აზრი აქვს ჩემს კამათს, უბრალოდ, მაია ასათიანს რცხვენოდეს, ამხელა ქალია. პირადი ინტერესების გამო რომ საქმეს აფუჭებ, შენი სირცხვილია - შენი რეპუტაციის შელახვაა და არა რესპონდენტის", - აღნიშნავს ნინი ონიანი.

 

 


 

big_banner
არქივი