logo_geo
„ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად“ – რას ყვება ბარბარეს როლის შემსრულებელი ყოფილ მეუღლეზე
- +

21 დეკემბერი. 2016. 16:52


 



„ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი" მარიშკა ჯავახაძე (ბარბარე მანტკავა) ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი რეხვიაშვილის მეუღლე იყო. მარიშკა ჟურნალ „სარკესთან" ყოფილი მეუღლის შესახებ გულახდილად საუბრობს.


„შემთხვევით ერთ-ერთ კლუბში გავიცანი 2 წლის წინ. მარტივად მივიღეთ დაქორწინების და შემდეგ განქორწინების გადაწყვეტილება. ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად", - ამბობს მარიშკა ჯავახაძე.


მარიშკა ჯავახაძე 28 წლისაა. პროფესიით მსახიობი არაა, მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მონაწილეობდა სერიალში „ძილის წინ". თუმცა, მოგვიანებით არჩევანი სახელმწიფო მართვაზე გააკეთა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი