logo_geo
ნატა გულიაშვილი: ღმერთი არ გაგვწირავს და არ მიგვატოვებს ამ განსაცდელში
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:16


 



მას შემდეგ, რაც ნატა გულიაშვილის ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეობის გამო მეუღლე დაშორდა, მსახიობის ცხოვრებაში მორიგი პრობლემა გაჩნდა. ნატას მამა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მსახიობი ავრცელებს.


„ყველაფერი საშინელება მე და ჩემს ოჯახს, რატომ უნდა დაგვემართოს? დავაშავე რამე?" - წერს გულიაშვილი.


ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც მის გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

 

„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ასე გულთან რომ მიიტანეთ ჩემი და, ჩემი ოჯახის უბედურება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და, დარწმუნებული ვარ ღმერთი არ გაგვწირავს და არ მიგვატოვებს ამ განსაცდელში", - წერს ნატა გულიაშვილი.


როგორც კომენტარებიდან გაირკვა ნატას მამას ბრმანაწყლავი გაუსკდა და ორი დღის განმავლობაში ვერ გაიგეს, რის შემდეგაც პერიტონიტი დაეწყო და უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაში მოათავსეს.




 

big_banner
არქივი