logo_geo
მარიშკა ჯავახიძე: დაქორწინების და გაყრის გადაწყვეტილება მარტივად მივიღე
- +

21 დეკემბერი. 2016. 18:38


 



„ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მარიშკა ჯავახიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი რეხვიაშვილის მეუღლე იყო. ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში მარიშკა ჯავახიძემ ირაკლი რეხვიაშვილთან თანაცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.

 

„ირაკლი შემთხვევით ერთ-ერთი კლუბში გავიცანი 2 წლის წინ. დაქორწინების და გაყრის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. ერთად ალბათ 1 თვე ვიცხოვრეთ. ირაკლის ძალიან დიდ პატივს ვცემ და, ჩემი აზრით, რაც იყო, ის უნდა ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა იმდენად ხანმოკლე იყო, დასკვნების გამოტანაც კი ძალიან რთულია. შესაბამისად, მეორედ გათხოვების შემთხვევაში ვერაფერს ვერ გავითვალისწინებ, რადგან, რეალურად, ირაკლის ბოლომდე გაცნობა ვერც მოვასწარი და ვერც მან - ჩემი", - განაცხადა მარიშკა ჯავახიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი