logo_geo
თათული დოლიძე: შვილების ცხოვრებაში უხეშად არასდროს ჩავრეულვარ
- +

15 თებერვალი. 2018. 13:48



მსახიობი თათული დოლიძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში შვილებთან ურთიერთობაზე საუბრობს.


„არ იყვნენ რთული ბავშვები, დასაშლელი და სასაყვედურო არ მქონდა. როცა წამოიზარდნენ, უფრო დავმეგობრდით. მათი პირადი სივრცე უხეშად არასდროს გადამიკვეთავს, არც ბოლომდე წამიშლია ზღვარი დედაშვილობას შორის და დაქალძმაკაცობა არ დამიწყია მათთან. ზედმეტი სიმკაცრე საჭირო არ არის, ფრთხილად უნდა მიაწოდო შენი აზრი, რჩევის სახით: იქნებ ასე სჯობდეს, მოდი, ასე მოვსინჯოთ.

 

აკრძალვები და სიმკაცრე ბავშვს თვითკმაყოფადობას აკარგვინებს და სრულფასოვანი ვერ გაიზრდება. შვილებთან ყველაფერზე არ ვჭორაობ, მაგრამ არც არასდროს არაფერი დაუმალავთ", - განაცხადა თათული დოლიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი