logo_geo
ბახვა ბრეგვაძე: ერთადერთი რაზეც უარს ვერ ვამბობ…
- +

20 თებერვალი. 2018. 19:11


 

ბახვა ბრეგვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, ბახვას როლით. ბახვა პროფესიით მსახიობი არ არის. ის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ასახიერებდა სერიალში.  სწორი კვებითა და ვარჯიშით შეძლო 40 კგ-ს დაკლება. ბახვამ სწორ კვებასა და დიეტებზე  „მარაოსთან" ისაუბრა.


„კვებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს გემრიელად ჭამა. თითქმის ყველანაირი საკვები მიყვარს, თუ გემრიელად და კარგად არის მომზადებული. თუმცა, ვცდილობ წონის კონტროლს და პერიოდულად გარკვეულ საკვებზე უარის თქმა მიწევს.

ვცდილობ, რომ სწორად და ჯანსაღად ვიკვებო... პერიოდები მაქვს, რომ ბოლომდე ვიცავ სწორი კვების წესებს, პერიოდულად ვისვენებ და რაც მიყვარს, ყველაფერს მივირთმევ.

„ფასტ ფუდი" მიყვარს, მაგრამ უარს ვამბობ. ერთადერთი „სწრაფი კვების" ობიექტი, რომელზეც ჩემი მტკიცე უარი არ ვრცელდება - „მაკდონალდსია". ხანდახან მაინც რომ არ ვჭამო, არაფრით არ შემიძლია", - განცხადა ბრეგვაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი