logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: ხალხში ვამბობ, რომ არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ...
- +

22 თებერვალი. 2018. 18:47



მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ცრურწმენებთან საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.


„ერთი დღე რომ გათენდება და ისე ძალიან არ მოძრაობს ბავშვი, როგორც მოძრაობს ხოლმე, ვამბობ: დედა, ნეტავ არავისთვის არაფერი მეთქვა, თვალი ხომ არ მეცა-მეთქი. ცრურწმენების მჯერა. სადღაც 16 წლის ასაკში მქონდა საყვარელი ჯინსი და მჯეროდა, როცა ის ჯინსი მეცვა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. გამოცდებსაც ვაბარებდი და ყველაფერი გამომდიოდა. ეს ჯინსი გაცვდა და მერე ვდარდობდი, ჩემი დადებითი ემოციების დრო დასრულდა-მეთქი. მაგრამ ასე არ ყოფილა. მერე თავი მოვიტყუე: ახლა მაისური იქნება ასეთი - ჯინსის სული გადავა-მეთქი. მადლობა ღმერთს, აღარ მაქვს მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ზოგი ცრურწმენის მჯერა. ბენსაც ავკიდე, გადააფურთხებს ხოლმე, აკაკუნებს, საოცრებებს აკეთებს.

 

მე მაქვს ცრურწმენების მთელი პაკეტი. თან, ხალხში ვამბობ, არ ვარ ცრუმორწმუნე-მეთქი, მაგრამ როგორც კი ჩუსტი გადამიბრუნდება, შინაგანად ვიღრინები: ვიღაცა ცუდად უნდა გახდეს-მეთქი, ჩანგალი თუ დავარდა, სტუმარს ველოდები; მარილი თუ დაიბნევა, ვიჩხუბებთ და მოკლედ, ვარ ერთ ამბავში", - განაცხადა კოშკელიშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი