logo_geo
მარიშკა ჯავახიძე: ბარბარეს მაქსიმე მოეწონა…
- +

22 დეკემბერი. 2016. 15:45



„ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი მარიშკა ჯავახიძე მიიჩნევს, რომ მის პერსონაჟს მაქსიმე მოსწონს. ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში მარიშკამ განაცხადა, რომ თავად მაქსიმეს მსგავს ბიჭთან მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა.

 

„ბარბარეს მაქსიმე მოეწონა. რატომრაც მგონია, რომ პირველი შემთხვევაა ასეთი რაღაც, რომ ბიჭმა სახლში გააცილა. მის ადგილზე რომ ვიყო, მაქსიმეს ალბათ გავეპრანჭებოდი, თუმცა მე მისი მსგავსი ბიჭი არ მომეწონებოდა. მაქსიმესნაირი ბიჭი სტაბილური არ არის და არც საინტერესოა, მოღალატეა. ცდილობს, დედას და დეიდას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ვერ ბედავს, რეალურად სუსტი კაცია, როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ. თამაშობს კიდეც. მაქსიმესთან ვიმეგობრებდი, ძალიან საყვარელია და კარგი იუმორი აქვს", - განაცხადა მარიშკა ჯავახიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი