logo_geo
დედას, რომელმაც შვილის „ქალწულობა“ გაყიდა, პატიმრობა ემუქრება
- +

23 თებერვალი. 2018. 15:38


 

 

ჩელიაბინსკში მცხოვრები 35 წლის ქალი 13 წლის შვილის ქალიშვილობას მილიონნახევრად აფასებდა და სპეციალურად ამისთვის მოსკოვში ჩაიყვანა.


რესტორანში, სადაც გარიგება მიმდინარეობდა, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების გამოჩენისას დედას და მის თანამზრახველს ჩანაფიქრი არ დაუმალავთ და მოსკოვში ვიზიტის მიზეზზე ღიად ისაუბრეს.


გამომძიებლების მონაცემებით, ქალი ნაცნობთან ერთად სხვადასხვა ვებგვერდზე თავად ეძებდა მას, ვინც მისი გოგონას ქალიშვილობის დაკარგვისთვის თანხას გადაიხდიდა. მოთხოვნა იყო შემდეგი - კლიენტი უნდა ყოფილიყო შეძლებული, რამდენადაც პირველი ღამის ღირებულება 1,5 მილიონ რუბლად იყო შეფასებული.


როცა ყველა პირობაზე შეთანხმდნენ, ქალებმა შეიძინეს ბილეთი და დედაქალაქში ჩაფრინდნენ. ისინი ფულის მიღების შემდეგ დააკავეს.


დედა და მისი მეგობარი პატიმრობაში იმყოფებიან, მათ 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


13 წლის გოგონა კი გამოკვლევებისთვის დროებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი