logo_geo
22 წლის გოგონა ამპუტირებული ფეხით პირველად გამოჩნდა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე
- +

26 თებერვალი. 2018. 15:21



22 წლის ბრიენა ჰუკაბი - ინვალიდი გოგონაა, რომელიც ჟურნალ „Sports Illustrated"-ის გარეკანზე გამოჩნდა. როდესაც ის 14 წლის იყო, კიბოს იშვიათი სახეობა - ოსტეოსარკომა (ძვლის კიბო) დაუდგინდა. გოგონამ დაავადება დაამარცხა, მაგრამ გართულებების გამო მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.


„თავიდან სპორტდარბაზში დავიწყე სიარული. ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდებოდა. პროთეზის წყალობით სიარული შევძელი და ვიპოვე ის, რაც მე მომწონს", - ჰყვება ბრიენა.

 

ბრიენა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რამდენიმე წლის წინ ის დაოჯახდა კიდეც და გოგონა გააჩინა. ბრიენას თქმით, მეუღლემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მას საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნა. შვილმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



„თქვენ არ უნდა მისცეთ უფლება ამპუტაციას, შეაჩეროს თქვენი ცხოვრება! ჩემი რჩევაა - გახსოვდეთ, ვინ ხართ და არ დაგავიწყდეთ, რომ სხეული - ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, მე რომ მენახა ასეთი ფოტოები, ეს შეცვლიდა ჩემი რეაბილიტაციის მსვლელობას", - დარწმუნებულია ბრიენა. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი