logo_geo
გოგონა, რომელსაც 17 წლის ასაკში საშვილოსნო ამოუღეს, დედა გახდა
- +

27 თებერვალი. 2018. 15:48


 

როგორც ყველა გოგონა, ამერიკელი კეილი ჯონსიც ბავშვობიდან ლამაზ შვილზე ოცნებობდა, თუმცა, ეს ოცნება მაშინ დასრულდა, როცა 17 წლის ასაკში საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდა. წლები გავიდა და კეილი დაოჯახდა. მეუღლემ იცოდა, რომ ის უნაყოფო იყო, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ მისი საკვერცხეები კვლავ ფუნქციონირებდა. ამიტომ წყვილმა ბავშვის გაჩენა სუროგაციის გზით გადაწყვიტა.

 

კეილი იხსენებს, რომ სუროგატი დედის ძებნა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს:


„მე და ჩემი მეუღლე 2012 წელს დავქორწინდით და მას შემდეგ გამუდმებით ვსაუბრობდით სუროგაციაზე. ჩემი დედამთილი კი ხუმრობით ამბობდა, რომ თუ საჭირო იქნებოდა, ამას თვითონ გააკეთებდა. ეს მაშინ ხუმრობა იყო, თუმცა, რას ვიფიქრებდით, რომ ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. ბევრი ძებნის შემდეგ, ბოლოს სწორედ მასთან მივედით თხოვნით. გასული წლის მაისში ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მზად იყო, შვილიშვილი მუცლით ეტარებინა და ასეც მოიქცა. 7 თვის შემდეგ ქვეყანას ქროს ალან ჯონსი მოევლინა", - ამბობს კეილი.


 

big_banner
არქივი