logo_geo
ნანა ფაჩუაშვილი: ბედი ყოველთვის მწყალობდა
- +

2 მარტი. 2018. 12:19


 

„მსახიობობის ხიბლი ბევრს ბავშვობიდან სდევს. ამ პროფესიის ხიბლი ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა, თუმცა, მე და ჩემმა მეუღლემ ჩავუკალით ეს სურვილი", - განაცხადა მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა ჟურნალ „გზასთან" საუბარში.


„მსახიობობის ხიბლი ბევრს ბავშვობიდან სდევს. ამ პროფესიის ხიბლი ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა, თუმცა, მე და ჩემმა მეუღლემ ჩავუკალით ეს სურვილი. მიუხედავად მართლაც საოცარი ხიბლისა, ამ პროფესიას თან უამრავი გულისტკენა ახლავს, რომელიც ვალდებული ხარ, აიტანო და გადაიტანო. ბრძოლისუნარიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ სფეროსათვის. თუ გაქვს მოთმინების და დაუღალავი შრომის  უნარი, ამტანობა, თითქმის ფანატიზმამდე მისული სიყვარული ამ პროფესიის მიმართ - ეს ბევრ რამეს განაპირობებს. თუმცა, ვფიქრობ, ბედიცაა საჭირო. ეს ყველაფერი სინთეზურადაა საჭირო, რომ გაგიმართლოს. მე მწყალობდა ბედი", - განაცხადა  ნანა ფაჩუაშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი