logo_geo
ეს ყოველდღიური შეცდომა თმას გიფუჭებთ
- +

2 მარტი. 2018. 13:59


 

თუ თმას განსაკუთრებით უვლით, რეგულარულად იჭრით, ყველანაირად ცდილობთ, გაიძლიეროთ, თმა კი მაინც უსიცოცხლოდ გამოიყურება და ბოლოჭამიებიც გაუჩნდა, ჩვენ გირჩევთ, ერთ მომენტს დააკვირდეთ. სპეციალისტების აზრით, თმა ფუჭდება მაშინ, როცა დაბანის შემდეგ თმაზე პირსახოცს შემოიხვევთ და დიდხანს იჩერებთ. ზოგიერთი გოგონა თავზე პირსახოცშემოხვეული აკეთებს საქმეებს. შეიძლება თავის დაბანიდან ერთი ან მეტი საათი გავიდეს და მხოლოდ მერე მოიხსნას პირსახოცი. შეიძლება ასე მოსახერხებელია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირსახოცი სწრაფად იწოვს ტენს, თმა შრება, ბზინვარებას კარგავს და მტვრევადი ხდება.


მარტივი გამოსავალი არსებობს - არ გაიჩეროთ თავზე პირსახოცი დიდი ხნით. უმჯობესია, ქაღალდის ხელსახოცით მსუბუქად შეიმშრალოთ. შეიძლება გაშრობამ და თმის დაყენებამ დიდი დრო წაგართვათ, სამაგიეროდ, თმა მეტად ჯანმრთელი იქნება. ზაფხულში კი უმჯობესია, თმას თავად დააცადოთ გაშრობა. სცადეთ, ჩვენ გამოცდილ მეთოდს გირჩევთ!





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი